ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი

ქობულეთი-ჩაქვის საავტომობილო გზაზე ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთამენთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მამა და მისი 6 თვის ტყუპები დაიღუპნენ.

ავარიისას კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვტა ცენტრში არიან გადაყვანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).