ქართველი კომენტატორი ლუჟნიკის სტადიონზე წარწერით: -საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

ქართველი სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წასაყვანად სპეციალური მაისურით მივიდა, სადაც არის წარწერა: "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ".

"შიგ ლუჟნიკებზე!

დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში და ოცნება სრულყოფილად რომ
ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს!

ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. 

ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!

 

#რუსეთიოკუპანტია #RussiaIsOccupant #BloodyCup

" - წერს გიორგი ზურაბიშვილი.