ლუვრში, დავინჩის „მონა ლიზა“ საფრანგეთის ნაკრების მაისურში გამოაწყვეს

ლუვრის მუზეუმმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის გამარჯვების აღსანიშნავად ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ ნაკრების მაისურში გამოაწყო.

შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელდა. 

მუზეუმის თაამშრომლებმა სპეციალური განათების მეშვეობით ჯაკონდას ლურჯი მაისური ჩააცვეს, რომელსაც 2 ვარსკვლავი აქვს. სწორედ ასეთ ფორმაში დახვდებათ ვიზიტორებს ცნობილი პორტრეტი. აღსანიშნავია, რომ 2 ვარსკვლავი მაისურზე საფრანგეთის ნაკრების 2-გზის ჩემპიონობას ნიშნავს.