ქართული ლუდის კომპანია მედია აქტივობით პირველ ადგილზეა

გაზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად, ლუდის სეზონი იკრებს ძალას. 2018 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან, შეინიშნება ლუდის კომპანიების, მედია გაშუქებების გააქტიურება.
მოწინავე 5 კომპანიას თუ ბრენდს, ლუდის ინდუსტრიაში, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“, ინდუსტრიის სრული მედია გამოვლინების 64%-იანი წილით. 16% იმ ბრენდებსა და კომპანიებზე მოდის, რომლებიც მოწინავე ხუთეულს მიღმა დარჩნენ.

სს "ქართული ლუდის კომპანია" დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში "ზედაზენი"; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი "ზედაზენი" და ლიმონათი "ზედაზენი".