ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ ქვეყნების ლიდერებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდებს შედეგებზე დაფიქრდნენ.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ევროპაში მშვიდობის საფუძველი თანამშრომლობასა და ნდობაზეა დამოკიდებული.

"ასეთი ტიპის აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს სამხედრო ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე. ევროპაში მშვიდობის საფუძველი სწორედ თანამშრომლობასა და ნდობის აღდგენაზეა დაფუძნებული და არა იმაზე, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რაც ახლა ხდება", - აღნიშნა მოსკოვის ლიდერმა.