აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცა. 

რიჟვაძის კანდიდატურას მხარი უმაღლესი საბჭოს 14 დეპუტატმა დაუჭი, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ".

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.