მღვდლები მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ისინი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ.
გადაწყვეტილებას აქტიურად ეწინააღმდეგება  საპატრიარქო და სამღვდელოება.

კიკეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით "ერის ღალატად აფასებს". 
დეკანოზის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება. ასევე, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება.

„ეს გადაწყეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ნარკოტიკების ასეთი გაიოლება, უკიდურსად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. არ შეიძლება 4 კაცი, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდნენ და თავიანთი გაუბებარი ლოგიკით ღებულობდნენ, სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, რომ გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იქნება რეკომენდაცია საპატრიარქოსგან“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„სახელმწიფომ ადამიანებს უთხრა, რომ აი, ბატონო, მოიკალით თავი“, - ასე შეაფასა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. 
დეკანოზის შეფასებით, საკონსტუტიციო სასამართლომ უპასუხისმეგლო გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის დაღუპვა ქართველების და ჩვენი სახელმწიფოსი. სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც არ იყო შეთანმხებული ქართველ ხალხთან. მძიმე სოციალური ფონია, რას შვრება ადამიანი? გაურბის ამ რეალობას და ამ დროს სახელმწიფომ უთხრა, რომ აი, ბატონო, მოიკალით თავი. საპატრიარქო, რა საკვირველია, უკიდურსად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ“, - აღნიშნა დეკანოზმა.