ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 6 პირი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, არიან მობილიზებული.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.