ესპანეთში სპეცოპერაციის დროს, ქართველი და სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, - ამის შესახებ EPA.EU იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა ედებათ.

მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. ისინი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ. 

სააგენტო იტყობინება, რომ ერთ-ერთი დაკავებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის, დაკავება ხმაურიანი ოპერაციის „სომხური მაფიის“ გაგრძელება იყო. ივნისის ბოლოს ამ ოპერაციის ფარგლებში 129 ადამიანი დააკავეს.