ქართველი ბიზნესმენის შვილი მოსკოვში, გარდაცვლილი იპოვეს

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.

მედიის ცნობით, ცხედარი დამლაგებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა ოთახში იარაღსაც მიაგნეს, საიდანაც გასროლა მოხდა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. 

ცნობისთვის, მიხეილ ხუბუტია ცნობილი ბიზნესმენი ადა ის მოსკოვში „ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტია.