ვიდეო - თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღდგენილი იშხანი

თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღდგენილი იშხანია,რომელსაც შენარჩუნებული აქვს ქართული იერსახე.

იშხანი არის შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.