ინდონეზიაში მიწისძვრას 105 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუტოპო ნუგროჰომ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. 

სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ. რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ბიძგი განმეორდა. 

ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა გუშინ მოხდა. მისი სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.