საქართველოს საელჩოში შეიჭრილი პირი რუსეთის მოქალაქე და პუტინის მხარდამჭერია

პროვოკაციებით ცნობილი რუსული პროპაგანდისტური საშუალების "სპუტნიკის" შტატგარეშე თანამშრომელი გრემ ფილიპსი ლონდონში საქართველოს საელჩოში შეიჭრა.
როგორც თვითმხილველი თამარ კარელიძე ყვება, შეჭრის დროს საელჩოში გია ბუღაძის გამოფენა იყო ომის თემაზე. 
შეჭრილმა პილიპსმა შეკრებილ სტუმრებს ფაშისტები და ნატოს ზომბები ეძახა. პოლიციამ თავდასხვა მალევე აღკვეთა და ფილიპსი დააკავეს. ამასთან ცნობილ პროვოკატორს თან ახლდა რუსეთის ორი მოქალაქე რომლებიც ყველაფერს იღებდნენ.
ფილიპსი ბრიტანეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა. 
2018 წლის მარტში ფილიპსი რუსული პროპაგანდისტური საშუალებების დავალებით იმყოფებოდა ოკუპირებულ ცხინვალში. 
"სპუტნიკის" ცნობილი პროვოკატორის არაერთი ვიდეო ,"იუთუბის" არხზეა ატვირთული. მათ შორის ვიდეო სადაც იგი ვლადიმერ პუტინს "მის გმირს უწოდებს".