ვარკეთილში სროლა იყო - მოკლულია 38 წლის მამაკაცი

ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა.

როგორც "ფაქსნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი სროლა სასიყვარული ისტორიას უკავშირდება.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.