მიწისძვრა ინდონეზიაში - დაღუპულია 347 ადამიანი

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 347-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 1500-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. 

სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ.

მედიის ცნობით, კუნძულიდან 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის საანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გარდაცვლილების შესახებ განსხვავებულ ინფომრაციას ავრცელებს, მათი ცნობით, მიწისძვრას 131 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სხვა ოფიციალური უწყებები გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ იტყობინებიან, რომელიც სავარაუდოდ 226-დან 381 ადამიანამდე მერყეობს. 

ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა. მისი სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო.