ომის 10 წლისთავზე Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში დაუკრავენ

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის თავზე კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალური ფესიტვალის ფარგლებში დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება. ფესტივალზე კლუბის რეზიდენტები: თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი და ზუკა ბაბუნაშვილი,რომელიც მაყურებლის წინაშე ფსევდონიმით Zesknel წარსდგებიან.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, "ბასიანის" რეზიდენტებმა “თბილისის ტექნო-წვეულებების თავისუფლებამოყვარული ატმოსფერო მოსკოვში უნდა გააცოცხლონ”.