ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

უწყების ცნობით, ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 40 შეტყობინებაა შემოსული და ​ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო.

რაც შეეხება ბათუმს, ქალაქში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის 150 შეტყობინებაა შემოსული.

უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.