საგანგებო ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს ზღვაზე 4- ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

„დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები“, - ნათქვამია საგანგებო სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, 4-5 ბალიანი შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე გუშინაც დაფიქსირდა.