ბლოგერს დავით აბზიანიძეს ბასიანის კრიტიკის გამო კლუბში შესვლა აუკრძელეს

აქტივისტს და ბლოგერ დავით აბზიანიძეს, რომელიც კლუბ "ბასიანის" მენეჯმენტს მოსკოვში წასვლის გადაწტვეტილებს გამ აქტიურად აკრიტიკებდა, კლუბში შესვლა აუკრძალეს.

როგორც ბლოგერმა დაწერა, კლუბ "ბასიანში" შესასვლელი ვერიფიკაცია წაართვეს.

"ვერიფიკაცია წამართვეს და მომიშორეს სამუდამოდ, განსხვავებული ადამიანებისთვის სივრცის დათმობა, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლა და რამე, მაგრამ ვინც ხელშეუხებელ სიწმინდეებსა და პიროვნებებს შეეხება, მაგარი სახიფათო აღმოჩნდება ბოლოს ბასიანზე მოცეკვავე ადამიანებისთვის.BASSIANI, მადლობა ბევრი ბედნიერი ღამისთვის!"- დაწერა დავით აბზიანიძემ.

ბლგერის დაბლოკვას გამეხმაურა "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე.

"დათო აბზიანიძე ჰომოფობია? მოძალადეა ? კლუბში შედის და ხალხს აწუხებს ? -არააქამდე ქონდა ვერიფიკაცია ? - კი რატომ გაუუქმეს, რა დააშავა ? - იხუმრა. ადამიანებო, გინდათ ისეთი მოგებული "ბასიანი" ანუ თავისუფალი მომავალი, სადაც ხუმრობის გამო სჯიან ? მე არ მინდა, 

ხშირად არ დავდიოდი მაგრამ მეგობრებთან ერთად დავდიოდი ბასიანზეც და ჰორუმზეც. ხოდა ან აბზიანიძეც შეუშვით ( ვერიფიკაცია მიეცით, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია ) და მისი გამომგდები დაადგინეთ და გამოუშვით, ან ჩემი ვერიფიკაციაც წაიღეთ გეთაყვა - BASSIANI თავისუფლების ამბავში თანმიმდევრულობა მე ასე მესმის." -დაწერა ობოლაძემ.

რამდენიმე ადამიანმა და აქტივისტმა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარი ვერიფიკაცია  გააუქმეს.