აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს

აჭარის მასშტაბით,  ბოლო სამი დღის განმავლობაში სავარაუდო ინფექციური წარმოშვების დიარეით (A009) 134  საკვების მიერი მოწამვლით (A05.9) 154 პაციენტი შევიდა. 

ამის შესახებ  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნეტრში განაცხადეს.

პაციენტების მიმართვიანობა აჭარაში არსებულ სხვადასხვა სტაციონარებში დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, დიარეისა და საკვებით მოწამვლის ნიშნები 13, 14, 15 აგვისტოს არის დაფიქსირებული.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნეტრის ცნობით 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტოქსიკაციით და დიარეით პაციენტების სტანციონარზე მიმართვიანობა 20 პროცენტითაა გაზრდილი.

ამასთან, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრში ბოლო სამი დღის განმავლობაში სავარაუდო ინფექციური წარმოშვების დიარიით (A009) 44 პაციენტი შევიდა, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით, (A05.9) 25 პაციენტი.

მათივე ინფორმაციით, 69 ადამიანმა მოწამვლის ნიშნებით სტაციონარს 13, 14, 15 აგვისტოს მიაკითხეს.

ფაქსნიუსი " ბათუმში გახშირებული მოწამვლისა და დიარიის საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რც რამდენიმე უცხოელმა ტურისტმა სხვადასხვა ფორუმზე კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ დაწერა.