სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთს „მეზობელი აფხაზეთი“ უწოდა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია „რიონის I“-ის ეთერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „მეზობელი აფხაზეთი“ უწოდა.

„ანაკლია კი არ არის და კონცერტები და იქ ბევრი ნარკოტიკები, სამეგრელოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის...“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ის 2008 წლის საომარ მოქმედებებში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ამასთან ქართულმა მხარემ მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული. „ქართულმა ოცნებამ“ 9 სექტემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. 11 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური კანდიდატია, მდიდარი ევროპული გამოცდილებით.