რუს პოლიტიკოსთა საყვარელი ფრაზა პედოფილია - გრიგოლ ვაშაძის ლექსიკონში

" „ტოლერანტული ევროპა: ინცესტი – ნორმაა, შემდეგი ნაბიჯი უკვე პედოფილიის ლეგალიზებაა, რაც წარმატებით ხორციელდება უკვე ჰოლანდიაში" - რუსი პოლიტიკოსებისთვის საყვარელი ფრაზა, ცხადია სიმართლისგან შორსაა, მაგრამ ანტიდასავლურ რიტორიკაში სრულიად ჯდება. 

მაგალითად რუსი დეპუტატი ელენა მიზულინა და ასევე დუმის წევრი ალექსეი მილონოვი დავდაუზოგავად ირწმუნებიან, რომ თითქოს აშშ-ში პედოფილია „ნორმად აღიარეს". სწორედ მაშინ, როდესაც ხდება სრულიად საპირისპირო: აშშ-ში ტარდება ფართომასშტაბიანი ოპერაცია პედოფილიის წინააღმდეგ.

რუსულ მედიაში და მითუმეტეს ფედერალურ არხებზე სულ მუსირებს აზრი, რომ ნორვეგიელი ჰომოფილების აზრით, ბავშვებსაც აქვთ სექსის უფლება და ბავშვთან სექსი ძალადობა არ არის. რაც ცხადია ერთი დიდი ტყუილია. 

რამდენიმე ათეული რუსუ პლიტიკოსი, პუტინის რუპორი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობიდან ყალიბდება პედოფილია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი პოტენციურად შეიძლება პედოფილიც გახდეს, როცა არცერთი კვლევა, არცერთი დამამტკიცებელი დოკუმენტი არ აქვთ პუტინის რუპორებს, თუმცა ეს თემა, გაუნათლებელ ამომრჩეველში სარფიანად იყიდება.

რუსი პლიტიკოსების ანუ კრემლის რუპრების გზას დააგა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, წარსულში რუსეთის მოქალაქე გრგოლ ვაშაძეც. მან ადამიანის ლეგიტიმურ უფლებას და არჩევანს დაისვენოს ან თუ მას უნდა მოიხმაროს ნარკოტიკი, პედოფილიას შეადარა, რაც ერთი-ერთში ჩაჯდა მიზულინა-მილონოვის ნარატივში.

13 ექტემბერს ვაშაძემ ასეთი ამე თქვა:

არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები ”.

შესაძლოა კანდიდატი, ვერ იტანდეს, ეორე კანდიდტს მაგრამ სიძულვილით გაკეთებულ რუსული პროპაგანდისტურ განცხადება, უფრო დამაზიანებელია. დამაზიანებელია მ თვალსაზრისითაც, რომ შესაძლოა ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი პედოფილთან მრავალმა ადამიანმა გაათანაბროს, რაცსრულიად აბსურდი და  ტყუილია.