რუსების მიერ 3 ჩამოგდებული თვითმფრინავი - 25 წელი ბაბუშერას ტრაგედიდან

1993 წლის 21 სექტემბერს Tu-134 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც სოჭიდან მიფრინავდა სოხუმის ბაბუშარის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და რომელსაც გადაჰყავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, სოხუმის მახლობლად მოხვდა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა. თვითმფრინავი ჩაეშვა შავ ზღვაში. დაიღუპა ბორტზე მყოფი 22 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთივე წევრი. ეკიპაჟს შორის იყვნენ რუსი ჟურნალისტები, თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გამცემი თორია აჩბა არ ყოფილა გასამართლებული და მას და სხვა სეპარატისტებს ეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ  შერჩათ.

მეორე დღეს 22 სექტემბერს სოხუმისაკენ მფრენი Tu-154 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც გადაჰყავდა ქართველი მოხალისეები მოხვედრილი რაკეტის შედეგად აფეთქდა სოხუმის აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენ ბილიკზე. პილოტებმა რაღაც მომენტში შეძლეს თვითმფრინავი გაესწორებიათ, 18:36 საათზე თვითმფრინავი აალდა, აფეთების ერთ-ერთი მიზეზი იიც იყო, რომ ლაინერი უკან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო და საწვავის ავზი სავსე ჰქონდა. ბორტზე იმყოფებოდა 132 ადამიანი, რომელთაგანაც დაიღუპა 108 მათგანი. ინციდენტს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოცამდე კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას განწირულ რეისსაც უწოდებენ, რადგან ამ დროს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა.

ჟურნალისტი ლალი ცერაძე იწერს ერთ-ერთი დაღუპულის დედა იზო მურუსიძეს რომელიც დეტალურად იხსენებს ტრაგედიის დღეს.

"მანქანებით სცადეს გადასვლა სოხუმში და როცა ექსპრეზიდენტის მომხრეებმა გზა გადაკეტეს აფხაზეთზე, სამტრედიიდან უკან დაბრუნებულან… თბილისის აეროპორტში ელოდნენ თვითმფრინევს რამდენიმე დღე და მხოლოდ ერთი დღე ჩამოსულა სახლში ჩემი ბესიკი… და მე კი თბილისში წამოვედი, რადგან გავიგე, რომ აეროპორტში ენახათ ბიჭებს…

როგორ ვნანობ, რომ სახლში არ დავხვდი და ვერ მოვასწარი გულში ჩამეკრა, და ვგძნობ, რომ ჩემს შვილს წინათგრძნობა ჰქონდა სიკვდილის მოახლოვების, ძალზე დაღონებული დაწოლილა საწოლზე და თვალგაშტერებული ყოფილა დიდხანს. ვინ იცის რას ფიქრობდა?

აეროპორტში უთქვათ, რომ ნული პროცენტი იყო სოხუმში თვითმფრინავის დაჯდომის და ამიტომ იყვნენ ასე დამძიმებული გულით, რომ იცოდნენ სანამ ბრძოლაში შევიდოდნენ, ერთი სიკვდილი ჯერ კიდევ უნდა გადაეტანათ.

რუსთაველზე „იმელის“ შენობის წინ დაველოდე, ვიცოდი გამოჩნდებოდა და ბავშვები და მისი მეუღლე წავიყვანე და ვეხვეწებოდი, რომ არ წასულიყო. ავს მეუბნებოდა დედის გული და ვუშლიდი. მიპასუხა – „დედა, ამ ერთხელაც წავალ“ და ცრემლებით აევსო თვალები.

ვუსაყვედურე – „არა გცხვენია, ბიჭო, როდემდე შეგინახო ცოლ-შვილი მეთქი. კიდევ ცოტაც დედა ეხლა ვერ  მივატოვებ საქმესო, ხომ ხედავ  სოხუმი იკარგებაო“. მიეფერა ცოლ-შვილს და მაინც გამწყრალები შევყურებდით. ამასობაში ბიჭები გაეპარნენ აეროპორტში და დაედევნათ მათ გაბრაზებული, რომ დატოვეს და თან უკან-უკან იყურებოდა სულ  და ამბობდა „თუ შევრცხვი და სოხუმში გამასწრეს აქვე მოვიკლავო თავსო“ და მაინც დაეწია ბიჭებს.

წავიდნენ და წავიდნენ…იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და დაიბუგნენ…მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულენ და ეკლიანი გვირგვინები დაიდგეს თავზე… ამის შემდეგ ყურადღებაც არავინ მოგვაქცია… აღარც გადმოსვენება გვაღირსეს…" - იხსენებს მურუსიძე.

23 სექტემბერს ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც უნდა აფრენილიყო ბაბუშარას აეროპორტიდან, მგზავრთა ჩასხდომის პროცესში აჯანყებულებმა საარტილერიო დანადგარიდან ესროლეს რაკეტა. ავიალაინერს გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი. ბორტზე 24 დევნილი იმყოფებოდა, თუმცა ეკიპაჟის სიმამაცის შედეგად ყველა მათგანი გადარჩა.

21, 22 და 23 სექტემერს რუსებმა სხვადასხვა დანადგარიდან სამი თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამ ტრაგედიაზე 25 წლის შემდეგაც არავის უგია პასუხი.

ვიდეო აქ: https://www.youtube.com/watch?v=6N9x7e7Q9Jc​