ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის

„არანაირი კანაფის დედოფალი მე არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის...“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ზურაბიშვილის განმარტბით, მისი რეალური მიზანი ახალგაზრდებში ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაა.

„ვისაუბრე ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე, რომ აქაც დისკრედიტაციაა -არანაირი კანაფის დედოფალი არა ვარ. მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ რამდენად საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.