როგორ აჩუქა მარია კალასმა მონსერატ კაბალიეს საყურეები

„როდესაც მითხრეს პარტერში მარია კალასი არისო გავბრაზდი,- „რა საშინელი ქალია...ხომ იცის მისი როგორ მეშინია, რა უნდა ვიმღერო ახლა მე? გამაფუჭა..“ მაგრამ ვძლიე თავს და ვიმღერე ლეონორას პარტია, რომელსაც მხოლოდ კალასი მღეროდა ისე და სხვა ვერავინ. როდესაც დარბაზიდან ტაშმა გადამიარა, მაშინ მივხვდი, რომ მგონი არამიშავს...
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჩოჩქოლი ატყდა კულისებში, კალასი მოდის მოსალოცადო, ამან სულ ჩამომშალა. „თქვენ კარგად მღერით“- მითხრა მარია კალასმა და ძალიან ძვირად შეფასებული საყურეები შეიხსნა და მაჩუქა. ცხადია იმ წუთშივე ხომ არ გავიკეთებდი ამ საყურეებს და ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე გამოვდე სახლში.
კალასი კარგა ხნის გარდაცვლილია. აგერ უკვე რამდენი ათეული წელია ყოველ დილით მივდივარ იმ საყურეებთან და ვერ ვბედავ გაკეთებას. სულ მგონია, რომ მოვა დრო და გავიკეთებ. ჯერ ვერ ვბედავ...“- მეცოსოპრანო მონსერატ კაბალიეს მოგონებიდან.

ლეგენდარული ესპანელი საოპერო შემსრულებელი 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.