კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში სროლა იყო - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი [LIVE]

კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ბარში სროლა იყო, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, - ამის შესახებ CBS NEWS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბარში შესულმა თავდამსხმელმა 30-მდე გასროლა განახორციელა. ინციდენტის დროს კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაღუპულებს შორის ერთი სამართალდამცველია.

მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი ბარში, უკვე გარდაცვლილი იპოვა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. უცნობია თავდასხმის მოტივიც. სულ ბარში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.